კვიპროსის ხელისუფლება მსხვილი ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას აუქმებს

კვიპროსის ხელისუფლება მსხვილი ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას აუქმებს. ამის შესახებ კვიპროსის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კირიაკოს კუსიოსმა განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კვიპროსის მინისტრთა საბჭომ პროგრამის ბოროტად გამოყენების გამო მიიღო.

როგორც კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ე.წ. „ოქროს პასპორტების“ პროგრამა 1-ლი ნოემბრიდან გაუქმდება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ოქროს პასპორტების“ პროგრამა ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების კრიტიკის საგანი იყო. ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭება იმის რისკს შეიცავს, რომ ევროკავშირში დანაშაულებრივი ჯგუფების ფული შეიძლება მოხვდეს.

2008 წლიდან 2018 წლის ჩათვლით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კვიპროსის მოქალაქეობა 1 500-ზე მეტმა ინვესტორმა მიიღო.

Next Post

განათლების სამინისტრო სოფელ ქსნის სკოლის დირექტორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას გამორიცხავს

სამ ოქტ 13 , 2020
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, სამინისტროს მხრიდან არც ერთი დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა, – ამის შესახებ imedinews-ს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს „საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი