“კრემლთან უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ერთ საკითხზე – როდის წავა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან” – შაშკინი ზალკალიან-ლავროვის შეხვედრაზე

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა ხმაურიან სტატიას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ საკუთარ წყარიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალისტი ვრცელ სტატიაში აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნელნელა თბება მას შემდეგ, რაც ზაფხულის დასაწყისში დაიძაბა.

“ბატონი ლავროვისა და ბატონი ზალკალიანის მოლაპარაკებების უჩვეულო ფორმატში შეხვედრა, რომელიც შვეიცარული მხარის შუამავლობით შედგა, საქართველოს ხელისუფლების სურვილთან იყო დაკავშირებული. მათ გადაწყვიტეს, რომ შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო რუსეთთან პირდაპირი საუბარი უხერხული იქნებოდა….

მოლაპარაკებებში მონაწილე რუსი დიპლომატის თქმით, რომელმაც ანონიმურად ყოფნა არჩია, ყველაფერი ასეც მოხდა: შვეიცარიის წარმოამდგენელმა მინისტრებს მაგიდაზე დადებული შვეიცარული შოკოლადისკენ მიუთითა, აღნიშნა, რომ ამით მისი, როგორც შუამავლის მისია შესრულებულია და გავიდა მოლაპარაკებების ოთახიდან,”- წერს სააგენტო.

„ნიუპოსტმა“ ზალკალიან-ლავროვის გასაიდუმლოებული შეხვედრის შეფასება თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს სთხოვა.

შაშკინის თქმით, შეხვედრის მმიმართ საზოგადოების ფორიაქი ლოგიკურია რადგან მოსახლეობა “ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ენდობა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე საუბარი 27 სექტემბერს მიწევს, როცა სოხუმი დაეცა. ზოგადად, სამწუხაროა, მსგავს თემებზე რომ გვიწევს საუბარი.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ არსებობს საზოგადოების ნდობა, რომ ისინი ქართულ ინტერესებს დაიცავენ. საუბარი იმაზე რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხვდება, ეს უკვე მეტყველებს ბევრ რამეზე. საზოგადოების მძაფრი რეაქცია სწორედ იმიტომ არის ამ საკითხის მიმართ, რომ ხელისუფლების მიმართ ამომრჩევლის ნდობა ნულოვანია.

საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია აზრი იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, რომლებიც ცდილობენ ხალხის ზურგს უკან გაყიდონ ქვეყნის ინტერესები.

საქართველო საუკუნეების განმავლობაში იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის სათავეში მოვიდა ხელისუფლება, რომელიც მზად არის ეს დამოუკიდებლობა გაყიდოს.

საკითხის მეორე მხარე აბსოლუტურად შინაარსობრივია. ჩვენს ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს. კრემლთან უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ერთ საკითხზე – როდის წავა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, როდის დაგვანებებს თავს! მწვანილზე, ღვინოზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე ჩვენ რუსეთთან არაფერი გვაქვს სასაუბრო. არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია სავაჭრო საკითხების განხილვა. მთავარი საკითხია – როდის წაეთრევა ის ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. წაიყვანოს თავისი ბაზები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და მოშორდეს ჩვენი ტერიტორიიდან. თუ ამ საკითხზე სასაუბროდ მზად არის კრემლი ყველა პოლიტიკოსი დიდი სიამოვნებით დაელაპარაკება.

მათ ვისაც მეხსიერება ღალატობს მინდა შევახსენო, რომ 2003 წლამდე ენერგომატარებლების კუთხით მთლიანად რუსეთზე ვიყავით დამოკიდებულნი. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ეს დამოკიდებულება მოიშორა დღეს დენიც და გაზიც გვაქვს. წლების განმავლობაში რუსეთზე ღვინის ექსპორტითაც ვიყავით დამოკიდებულები, ის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, თუმცა გამოგვიცხადა ბლოკადა თუმცა მეორე მხრივ რომ არა ეს აკრძალვა ახლა ჩვენი ღვინის ინდუსტრია დღეს არსებულ მაღალ სტანდარტზე არ იქნებოდა, რადგან ხარისხი რომელიც შედიოდა რუსეთში არ შეესაბამებოდა იმ ბაზრებს, რომელშიც დღეს ქართული ღვინო იყიდება.

დღეს ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან, აშშ, ევროკავშირი, თურქეთი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთვის გაიხსნა სხვა ბაზრები, რომლებთანაც ძალიან კარგად ვურთიერთობთ და დავამტკიცეთ რო რუსული ბაზრის გარეშე არსებობა შეგვიძლია. თუ იქნება ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები ეს ძალიან კარგია, თუმცა არა ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე”- აღნიშნა “ნიუპოსტთან” დიმიტრი შაშკინმა.

Next Post

პუტინისა და ივანიშვილის პირადი გზავნილების გაცვლა - ანალიტიკოსებმა ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა შეაფასეს

ხუთ ივნ 25 , 2020
ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა ანალიტიკოსებმა შეაფასეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ შეხვედრის მთავარ მიზანს პუტინისა და ივანიშვილის პირადი გზავნილების გაცვლა წარმოადგენდა. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ეს შეხვედრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს, რადგან “ოცნებამ” კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები. პოლიტოლოგ ვანო მაჭავარიანის განცხადებით , ლავროვი შემთხვევით არავის ხვდება, ის პირდაპირ გზავნილებს აგზავნის. […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი