კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხე – ქელეხები და ქორწილები ისევ აიკრძალა

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხე – ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აიკრძალა.

აღნიშნულ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

Next Post

მინსკში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, მაქსიმ ზნაკი დააკავეს

ოთხ სექ 9 , 2020
სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, იურისტი მაქსიმ ზნაკი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ Meduza წერს. გამოცემის ინფორმაციით, ზნაკი ვიქტორ ბაბარიკოს შტაბიდან წაიყვანეს. ზნაკის ადვოკატის თქმით, მისი დაკავების მიზეზი უცნობია, ოპოზიციონერის სახლში კი ჩხრეკა მიმდინარეობს. მაქსიმ ზნაკი პრეზიდიუმის ერთადერთი აქტიური წევრი იყო. დანარჩენები ან დააკავეს, […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი