ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდინფიცირების გამო უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან

ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო.

საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID-19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. ამ ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.

Next Post

რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 5 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

სამ ნოე 17 , 2020
რუხის საავადმყოფოში, ბოლო მონაცემებით, 160-მდე პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ რადიო “ათინათს” საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა. მისივე ცნობით, პაციენტებს შორის 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათი სხვაგან გადაყვანის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. ყველა მათგანი ასაკოვანია. ნინო აკობიას თქმით, ​კოვიდმიმღებ ცენტრს კვირის ბოლომდე დამატებითი საწოლები და რეანიმაციული განყოფილებისთვის საჭირო […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი