კახეთიდან ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტის 1069 ნიმუში გადაიგზავნა

კახეთიდან სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ კრონავირუსზე ტესტირების 1069 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 750 ტესტის ნიმუში სოფელ მატანშია აღებული, 256 ტესტის ნიმუში გეგმიურია, ხოლო 63 სოფელ ველისციხეშია აღებული“ , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილს მამას და მამიდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ხოლო ბავშვი უსიმპტომო იყო, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს სპეციალურ კლინიკაში გადიან.

„კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. მატანში ამ დრომდე გრძელდება უფასო PCR ტესტირება და მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. რაც შეეხება სასწავლო წლის დაწყებას, ყველა სკოლამ კრიტერიუმები დააკმაყოფილა და იქ სწავლა ჩვეულებრივ განახლდა გარდა სოფელ მატნის ორი საჯარო სკოლისა, სადაც სწავლა დისტანციურად დაიწყო, რადგან სოფელში ერთ-ერთ პედაგოგს და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ე.წ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

Next Post

ADB: საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება, მოსალოდნელია აღმასვლა ტურიზმში, კერძო მოხმარებაში, ინვესტიციებსა და ექსპორტში

სამ სექ 15 , 2020
მიმდინარე წლის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება, მოსალოდნელია აღმასვლა ტურიზმში, კერძო მოხმარებაში, ინვესტიციებსა და ექსპორტში, – იუწყება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიში. ADB-ის მთავარი ყოველწლიური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზის 2020 განახლებულ გამოცემაში ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს, რაც ეკონომიკასა […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი