კახა კუჭავა: ყველას ვთხოვდი, გაითვალისწინონ საქართველოს ინტერესები, როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც ერთ გოჯ მიწაზე

გამოძიება უნდა დასრულდეს და ყველა ადამიანმა, ვისაც კი შეხება ჰქონდა ანტისახელმწიფოებრივ უკანონობაზე, უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ფაქტი ერთია, ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ისტორიულ მიწა-წყალზე. უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტია, რომ დადგინდეს ჩვენი საზღვრები და ის, რაც ქართული ტერიტორიაა, საქართველოს დარჩეს. ამ დროს, როდესაც გესმის, რომ იყო გარკვეული ფაქტები, რომელიც არ იყო გამოყენებული, რომელიც საქართველოს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა, მარტივი კითხვაა, გამოძიება უნდა დაწყებულიყო თუ არა? კონკრეტული გვარები ნამდვილად არ მაინტერესებს. გამოძიება უნდა დასრულდეს და ყველა ადამიანმა, ვისაც კი შეხება ჰქონდა ამ ანტისახელმწიფოებრივ უკანონობაზე, უნდა აგოს პასუხი. ყველას ვთხოვდი, რომ საქართველოს ინტერესები გაითვალისწინონ, როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც ერთ გოჯ მიწაზე. ოპონენტების რეაგირება, სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატურია იმ ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გვერდში დგომას და თანადგომას საჭიროებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

Next Post

შრომის ინსპექციამ ქუთაისში ობიექტები შეამოწმა. დაჯარიმდა 5 მოლი

პარ ოქტ 9 , 2020
რეგიონიimedi /  09 ოქტომბერი 2020, 13:30 / სანდო წყარო შრომის ინსპექციამ ქუთაისში ობიექტები შეამოწმა. დაჯარიმდა 5 მოლი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა .მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებული ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილეს. შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი ახალი რეგულაციების […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი