კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე: ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს ჩამოყალიბებას ურჩევს. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა საქმიანობა სურს.

„ჯერ ერთი, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში იკავებს რაღაც თანამდებობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია და მიუღებელია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს. მას ხელს არავინ უშლის, შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა“, – განაცხადა კალაძემ.

11 ივნისს უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

Next Post

სისხლიანი დაპირისპირება საოკუპაციო ხაზთან - 30 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ხუთ ივნ 25 , 2020
სისხლიანი დაპირისპირება მოხდა საოკუპაციო ხაზთან. როგორც სოფელ გუგუტიაანტკარში ამბობენ, 30 წლის მამაკაცს ჭრილობა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება თანასოფლელებს იმ დროს მოუხდათ, როდესაც საქეიფოდ იყვნენ შეკრებილები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხზდარს ადასტურებს სოფელში გორის მერის წარმომადგენელი. რუსუდან კილაძეს ჩვენი ჟურნალისტი ტელეფონით ესაუბრა. იგი აცხადებს, რომ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი