
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯოზეფ ბაიდენი ლიდერობს.
BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს 243, მოქმედ პრეზიდენტს კი 214 ხმა აქვს. CNN-ის მონაცემებით, ბაიდენმა უკვე მიიღო კოლეგიის წევრთა 253 ხმა, ტრამპმა კი- 213. FoxNews-ის დათვლით, ბაიდენს 264 ხმა აქვს, ტრამპს კი- 214.
გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, სულ მცირე, 270 ხმას მოიპოვებს.