ჯანმოს დირექტორი: სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.

ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, სკოლების დახურვა ბავშვებზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს.

„დროებითი დახურვა მხოლოდ ლოკალიზებულ ადგილებში უნდა მოხდეს, სადაც Covid-19 ინტენსიურ გადაცემას აქვს ადგილი. სკოლის დახურვის დროს განათლების მიღების უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისტანციური სწავლების გზით. სკოლების დახურვის დრო გამოყენებული უნდა იყოს პრევენციული ზომების განსახორციელებლად“, – აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

ინდოეთში არქიტექტორებმა დააპროექტეს შენობა, რომლის ფასადიც ფოთლის ფორმის მზის პანელებით დაიფარება

ოთხ სექ 16 , 2020
ინდოეთში არქიტექტორებმა დააპროექტეს შენობა, რომლის ფასადიც ფოთოლის ფორმის მზის პანელებით დაიფარება. ამის შესახებ Designboom წერს. არქიტექტორებმა ამ პროექტს solar tree უწოდეს. შენობაში იქნება ფართო დერეფანი, რომელიც აივანს დაუკავშირდება, ასევე მოთავსდება კაფსულა, საიდანაც პანორამული ხედი გადაიშლება. შენობის ასაგებად არქიტექტორები მეტალს და ხეს გამოიყენებენ. არქიტექტორების მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი