ჯანმოს დირექტორი: არ ვიცით, ჯანდაცვის სფეროში შემდეგი საგანგებო მდგომარეობა როგორი იქნება, თუმცა ვიცით, რომ იგი დადგება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროში შემდეგი საგანგებო მდგომარეობა დადგება და მსოფლიო მზად უნდა იყოს.

„ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სფეროში შემდეგი საგანგებო მდგომარეობა როგორი იქნება, თუმცა ვიცით, რომ იგი დადგება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. როდესაც საქმე მზადყოფნას ეხება, ჩვენი ყველაზე დიდი დაბრკოლება თავად ჩვენ ვართ. მოკლევადიანი პირადი ინტერესი საქმეს არ წაადგება. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი პრინციპია: მარტო არავის შეუძლია დაიცვას თავი ეპიდემიისგან და არცერთ ქვეყანას არ შეუძლია იმოქმედოს მარტო პანდემიის პირობებში“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 170 ადამიანი დაინფიცირდა

სამ სექ 15 , 2020
საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი