ჯანმო: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2.4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2.4 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. 18 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 40 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1.1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2.4 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 36 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა“, – ნათქვამია ჯანმოს საინფორმაციო ბიულეტენში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

მძევლები ზუგდიდში - შსს პირველ განცხადებას ავრცელებს

ოთხ ოქტ 21 , 2020
შსს-მ ზუგდიდში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით. ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპარაციაზე უწყება პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი