ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ისრაელის მხრიდან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოაწერა. ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საგარეო საქმეთა მინისტრები წარმოადგენდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ხუთი ან ექვსი არაბული სახელმწიფო ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დადებს.

13 აგვისტოს ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა. პირველი 1979 წელს ეგვიპტე, მეორე კი 1994 წელს იორდანია იყო. 29 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელის წინააღმდეგ 1972 წელს დაწესებული ეკონომიკური ბოიკოტი გააუქმეს.

Next Post

ჯანმოს დირექტორი: სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს

ოთხ სექ 16 , 2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს. ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, სკოლების დახურვა ბავშვებზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს. „დროებითი დახურვა მხოლოდ ლოკალიზებულ ადგილებში უნდა მოხდეს, სადაც Covid-19 ინტენსიურ გადაცემას აქვს ადგილი. სკოლის დახურვის დროს განათლების მიღების უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს […]

სხვა სიახლეები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი