ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს.

ამასთანავე, ირანი ინტერპოლს მიმართავს, რათა დახმარება გაუწიონ დონალდ ტრამპის დაკავებაში.

თეირანის პროკურორის, ალი ალყასიმერის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპსა და კიდევ 30 პირს 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

Next Post

გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფრთხილად გავხსნათ საზღვრები

ორშ ივნ 29 , 2020
ყველაფერს გავაკათებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. ერთი რამ გაითვალისწინეთ, თითოეულ ჩვენს ნაბიჯს იმ სპეკულირების ნაცვლად, რომელსაც პარლამენტიდან დაწყებული ზოგიერთი ტელევიზიის საშუალებით ავრცელებენ, რეისები რატომ გადადეთ, აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი და ეს მიზეზი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ვიზიტისას ჟურნალისტებს […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი