ირაკლი სესიაშვილი მარნეულის გზაზე მომხდარ ინციდენტზე: ის რაც აქ მოხდა, არის სუსტი კაცების საქმე

ეს არის სუსტი ქმედება, ის რაც აქ მოხდა არის სუსტი კაცების საქმე, – ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე თავდასხმას. სესიაშვილის თქმით, მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ის დარწმუნებულია, რომ დამნაშავეებს მალე დააკავებენ. დეპუტატი ასევე ეჭვობს, რომ თავდასხმის უკან მმართველი გუნდის ოპონენტები არიან, რადგან ბოლო დროს ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.

„მათი მთავარი ამოცანა არის მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს დაზიანება, იმიტომ რომ ამით დაზიანდება სახელმწიფო. და მათ ჰქონიათ, რომ სახელმწიფოს რომ დააზიანებენ, ამით ხელისუფლებას მიაყენებენ დარტყმას. მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი ამომრჩეველი, მთლიანად საზოგადოება არის მობილიზებული და ძალიან კარგად ესმის რა ვითარებაში ვიმყოფებით. ყველას უნდა მშვიდობიანი საარჩევნო გარემო, ყველას უნდა თავისუფალი არჩევანის გაკეთება. სწორედ ამ თავისუფალი არჩევანის გაკეთების ეშინიათ ჩვენს ოპონენტებს. იმიტომ რომ ჩვენზე უკეთესად იციან ის მოლოდინები, რომ გარანტირებული მარცხი აქვთ და მარცხის გადაფარვა და სიტუაციის დაძაბვა და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება შეუძლიათ აი ასეთი სუსტი ქმედებებით“, – განაცხადა სესიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს, რის შემდეგაც სამმა პირმა ის სასტიკად სცემა.

Next Post

საქართველოში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ოთხ სექ 30 , 2020
საქართველოში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 120-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 გადის. „კოვიდსასტუმროში“ მყოფი ადამიანების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 37 მოქალაქე. ვირუსით […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი