ირაკლი მეზურნიშვილი – პანდემიის გამო ქვეყანას მოუწია დამატებით ვალის აღება მოქალაქეების დახმარების მიზნით

პანდემიამ სრულად შეცვალა როგორც მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზი, ასევე ჩვენი პროგნოზებიც თავდაყირა დააყენა, ჩვენ მოგვიწია სოლიდური ვალების აღება, რათა პირველ რიგში დავხმარებოდით მოქალაქეებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ყველაზე მეტად გაუჭირდა ამ პანდემიის დროს“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას.

დეპუტატი დაინტერესდა საგარეო და საშინაო ვალების საკითხით და ამ მიმართულებით ხელისუფლების გეგმებით, „რა უნდა გაკეთდეს, რათა კიდევ მეტად გავიმყაროთ ის მტკიცე პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად ჰქონდა ჩვენს ქვეყანას“.

ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, 2020 წლის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ საკმაოდ პოზიტიური პროგნოზები იყო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით, ქვეყანას ჰქონდა გეგმა საგარეო ვალის დაახლოებით 10%-იან შემცირებაზე.

„საგარეო და საშინაო ვალებთან დაკავშირებით დღეს საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა მიდის და მსურს გთხოვოთ, დაგვანახოთ, რა სურათია ამ მიმართულებით, რამდენად შეიცავს ეს მიმართულება გარკვეულ რისკებს, რადგან მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, ევროპაში არის გარკვეული სტანდარტი – ეს არის 60% საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და რამხელაა ის რისკი, რომ ჩვენ ეს საკითხი შემდეგი წლების განმავლობაში დავარეგულიროთ და კიდევ მეტად გავიმყაროთ ის მტკიცე პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად გვქონდა“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

Next Post

"ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში და ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა... შაქარაშვილი გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით... - რა წერია ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში

პარ ივნ 26 , 2020
გიორგი შაქარაშვილის ბურუსითმოცული გარდაცვალება და 17 დაკავებული – შსს-ში პირველი განცხადება გაკეთდა. უწყებაში განმარტავენ, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, მომხდარს წინ უძღოდა 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი