ირაკლი კობახიძე: სამართლებრივად, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი

„მე როგორც იურისტი გეტყვით, რომ სამართლებრივად, კონსტიტუციით დადგენილია აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„2012 წლის მოწვევის პარლამენტმა უზარმაზარი საქმე შეკრა, რომელშიც მაშინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულია გაერთიანებული. დამკვიდრებული იყო სისტემური პრაქტიკა ადამიანის ღირსების შელახვის, წამების და ასე შემდეგ. არსებობს დანაშაულები ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ – ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება, რასაც მოსამზადებელი საუშაო უძღოდა წინ. ახლა დავით გარეჯის საზღვრის მონაკვეთზეა საუბარი, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს, რადგან კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას ეხება საქმე. მათ შემოხაზეს გაუქმებული საზღვრები იმ ოლქისა, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ, ეს იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რითაც დამატებით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და ამან ხელი შეუწყო რუსეთს, რომ განეხორციელებინა ამ ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და დღემდე ეხმარება ბორდერიზაციის პროცესის წარმართვაში – ეს ხომ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ცხადი დანაშაული. ეს დანაშაულები შეიძლებოდა გამხდარიყო ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმი 2012 წელს შეფასებულიყო და ამ შეფასებას უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური რეაგირებაც.

„ვგულისხმობ პოლიტიკურ შეფასება და პოლიტიკურ სანქციას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, როგორც მოხდა ნიურნბერგის პროცესზე თავის დროზე გერმანიაში.

შეიძლება ის გასაქანი არ ჰქონდათ, როგორც ფაშისტურ ხელისუფლებას, მაგრამ შინაარსით, ეს იყო იგივე ფაშისტური პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“. 2012 წელს, ეს რომ მომხდარიყო, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა იქ იყო სხვადასხვა ფაქტორი და შეგნებულად არ შევალ სიღრმეებში. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს რომ ვისაუბროთ ამ პარტიის აკრძალვაზე, შემიძლია გითხრათ ევროპის ქვეყნებში არსებული ზოგადი მიდგომა – ზოგაგად, მიღებული არ არის თუნდაც უკიდურესად ექსტრემისტული პარტიების აკრძალვა, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი პარტიები, მაგალითად, როგორიც არის გერმანიაში ნეონაცისტური პარტია, იატაკქვეშეთში უფრო საშიშები არიან. როდესაც ის არის ღია ცის ქვეშ, განეიტრალებულია მათი დანაშაულებრივი ზრახვები. რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, მიგვაჩნია, რომ ნაცმოძრაობის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მიდგომას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ამას ვამბობთ არა სუბიექტური, არამედ ქვეყნის ინტერესების გადმოსახედიდან. ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ნაცმოძრაობა“ არ იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ სპექტრში და როდესაც ვსაუბრობ „ნაცმოძრაობაზე“, იგულისხმება ყველა მისი განშტოება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბუნებრივად გაჩნდებოდნენ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, თუ ამ ოპოზიციურ ნიშას „ნაცმოძრაობა“ არ დაიკავებდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამართლებრივი გზის გარდა, პოლიტიკური არსებობს და ეს არის დამოკიდებული ქართველ ამომრჩეველზე, რომელმაც მაქსიმალურად თავისი ადგილი მიუჩინოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აქვთ უამრავი დანაშაული ჩადენილი.

Next Post

ავსტრიაში დააკავეს ქალი, რომელიც აცხადებს, რომ სამი შვილი მოკლა

შაბ ოქტ 17 , 2020
ავსტრიის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც აცხადებს, რომ სამი შვილი მოკლა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. ვენაში მცხოვრებმა 31 წლის ქალმა დილით, 5:20 საათზე პოლიციას დაურეკა და თქვა, რომ შვილები დახოცა და თავის მოკვლას აპირებდა. ერთი ბავშვი 9 წლის, მეორე 3-ის, ყველაზე პატარა კი 8 თვის იყო. პოლიციელებს ადგილზე ორი ბავშვის […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი