ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში არ ჩაერიოს

სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ არალეგალური და მათ შორის რუსეთიდან ჩარევა არ განხორციელდეს საარჩევნო პროცესში – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, რისკები არსებობს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არიან ღიად პრორუსული ძალები და ასევე ღიად ანტიდასავლური ძალები, რომლებიც რუსეთთან კავშირს პირდაპირ არ ადასტურებენ.

„თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები მუდმივად ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს საქართველოში. სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალებმა ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს, შემდეგ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ფართობასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ და ამას უპასუხა რუსეთმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა ასეთ რეზოლუციას და ამით გაუფორმა რაღაცები რუსეთს. მათ გადასცეს აგრეთვე სტრატეგიული ობიექტები რუსეთს და შემდეგ ასევე რუსული საქმის კეთებას აგრძელებდნენ ოპოზიციაში ყოფნისას. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ამ მიმართულებით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას.

Next Post

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

პარ ივლ 3 , 2020
პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ჰასან დოგანს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განცხადებით, ვინაიდან ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არსებობს მისი მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, შესაბამისად მისთვის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი პატიმრობას ითხოვდა. ჰასან დოგანის დამცველის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი