
საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ხობელ პედაგოგებთან.
სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება განათლების ხარისხზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, პედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება მათი გუნდისთვის პრიორიტეტულია.
„პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების დასაძლევადაც სწორედ პედაგოგთა ცოდნა და მონდომება გვჭირდება.
ჩვენთვის პედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება პრიორიტეტულია. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც გათვლილი იყო სკოლის, მოსწავლისა და პედაგოგის საჭიროებაზე.
ჩვენი გუნდი აქტიურად გააგრძელებს სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მასწავლებლების ხელფასების ზრდას, მათ კარიერულ განვითარებასა და სოციალურ ბენეფიტებზე ზრუნვას, პედაგოგის პროფესიის დაფასებას“, – წერს ირაკლი ხახუბია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი, დაჩი ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.