ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი გამორჩეული ღირსშესანიშნაობების და კულტურული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართული შეხვედრები ჩიქობავას და დარასელიას ქუჩების მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

,,დღევანდელი შეხვედრები ზუგდიდში ჩიქობავას და დარასელიას ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრით დავასრულეთ. ზუგდიდი გამორჩეული ღირსშესანიშნაობების, ბუნების, რელიგიური საგანძურის და კულტურული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ პოტენციალის ათვისებით, შესაძლებლობა გვექნება, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. დადიანების სასახლეთა კომპლექსის სრული რეაბილიტაცია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ინიცირება ჩემს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიმაჩნია” – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას, ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

Next Post

მეცნიერებმა ვულკანების ერთ-ერთი საფრთხე დაასახელეს

სამ სექ 15 , 2020
აშშ-ში, კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ვულკანური ფერფლი დედამიწის კლიმატზე ძლიერ გავლენას ახდენს. დედამიწაზე ვულკანების საფრთხეებზე სტატია გამოცემა Nature Communications-ზე გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა ინდონეზიაში კუნძულ იავაზე ვულკან კელუდის ამოფრქვევის შემთხვევა გააანალიზეს. ვულკანი 2014 წელს ამოიფრქვა. კვლევამ აჩვენა, რომ ვულკანური ფერფლი ატმოსფეროში რამდენიმე თვე რჩება. ფერფლი ხელს უშლის დედამიწაზე მზის სხივის შეღწევადობას. […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი