ირაკლი ჩიქოვანი: რა ღირსებითაც შევალ, იმ ღირსებით გამოვალ პარლამენტიდან და ვადის ამოწურვის შემდეგ თქვენთან შეხვდრის არ შემრცხვება

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს, ის ამჯერად სოფელ ცაცხვში გალაკტიონ ტუფურიას ოჯახში ადგილობრივებს შეხვდა.

„ცაცხველებს გავაცანი ჩემი გეგმები და მიდგომები. მიხარია, რომ სოფელში ეროვნული მოძრაობის წევრის და ზუგდიდის პირველი პრეფექტის, თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერი იქნება. პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფლის წყალმომარაგების კუთხითაც. ბოლო პერიოდში ამ სოფელში ბევრი რამ გაკეთდა. მოსახლეობამ ყველაზე მნიშვნელოვან განხორციელებულ პროექტად რუსთაველის ქუჩაზე გზის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება დაგვისახელა. ცაცხვის რელიეფიდან გამომდინარე სანიაღვრეები ბევრგანაა საჭირო და ეს პრობლემა ბოლომდე გადაჭრილი არ არის, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი მოგვარების გეგმები აქვს. ადგილობრივებთან პირობა დავდე, რომ რა ღირსებითაც შევალ, იმ ღირსებით გამოვალ პარლამენტიდან და ვადის ამოწურვის შემდეგ მათთან შეხვედრის არ შემრცხვება“, – განაცხდა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივებს ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.

Next Post

რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

კვი აგვ 30 , 2020
რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Barrons-ი ავრცელებს. „ბაიერნის“ 31 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნული ტიტული, ფეხბურთის ჟურნალ Kicker-ის გამოკითხვის შემდეგ დაიმსახურა, რომელშიც ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ 276 ხმა მიიღო, ხოლო მე-2 ადგილზე ტომას მიულერი გავიდა, რომელმაც 54 ხმა დააგროვა, მე-3 ადგილს კი ჯოშუა კიმიხი, […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

იანვარი 2021
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კატეგორიები

არქივი