იოსიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინსიტრად აირჩიეს

იაპონიის პარლამენტის უმაღლესმა პალატამ კენჭისყრის შედეგებით, არჩევნებზე გამარჯვებულად იოსიჰიდე სუგა დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.

იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს მხარი ზედა პალატის 142-მა პარლამენტარმა დაუჭირა. მანამდე მას ნდობა პარლამენტის ქვედა პალატამ გამოუცხადა.

იოსიჰიდე სუგა ქვეყნის 99-ე პრემიერ-მინისტრი გახდა. მალე ის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასაც დაასახელებს.

იაპონიის ყოფილმა პრემიერმა შინზო აბემ გადადგომის შესახებ აგვისტოს ბოლოს განაცხადა. ამის მიზეზად პოლიტიკოსმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

Next Post

პოლიტიკოსი გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოთხ სექ 16 , 2020
პოლიტიკოსი გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე კლინიკაში გამთენიისას მოათავსეს. პოლიტიკოსის ცოლის ინგა ბიბიჩაძის ინფორმაციით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კლინიკა „ელჯი“-ში იმყოფება. მედიკოსებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი