ინდურ ავიაკომპანიებს შუა სავარძელზე მჯდარ მგზავრებზე განსაკუთრებული ზრუნვა დაევალათ

ინდოეთის საავიაციო ხელისუფლებამ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ავიაგადაყვანების უსაფრთხოების მიზნით ახალი მოთხოვნები გააჟღერა. უწყების განმარტებით, ავიაკომპანიებმა შუა სავარძელზე მჯდომ მგზავრებს შემოსაცმელი სპეციალური დამცავი კოსტიუმები (სუნით) უნდა გადასცეს.


როგორც Simple Flying-ი წერს, ამ გზით ინდური ავიაკომპანიები მაქსიმალურ დატვირულობას შეინარჩუნებენ. აქამდე კი ავიაკომპანიებს COVID-19-ის ფონზე თვითმფრინავში მგზავრთა ისეთი სქემით განლაგება უწევდათ, სადაც შუა სავარძელი გამოტოვებული იყო, რაც თავის მხრივ ავიაკომპანიებს დატვირთულობის შემცირებას აიძულებდა. 

გარდა ამისა, ინდურ ავიაკომპანიებს სხვა მოთხოვნების გათვალისწინებაც ევალებათ. ისინი ვალდებულნი არიან მგზავრები პირბადით და სადენზინფექციო საშუალებებით უზრუნველყონ. ასევე ბორტზე დაუშვებელი ხდება საკვებისა და წყლის დარიგება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. 
იმავდროულად ინდოეთი განიხილავს, რომ თვითმფრინავში ჩახდომამდე მგზავრები სპეციალურ სადენზინფექციო გვირაბი გაატაროს, უმცა მანამდე კარგად იქნება გამოკვლეული ამ პროცედურის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. 

Next Post

ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის 25 ივნისს გაიხსნება

ოთხ ივნ 10 , 2020

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი