იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს ძალები ავღანეთს აშშ-სთან ერთად დატოვებენ

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ძალები ავღანეთს აშშ-სთან ერთად დატოვებენ.

„ავღანეთში შესვლა ერთად გადავწყვიტეთ. შესაბამისად, ავღანეთს ერთად დავტოვებთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი სამხედროები სამშობლოში წლის ბოლომდე დაბრუნდებიან.

„ჩვენი მამაცი ქალები და კაცები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, სახლში შობის დღესასწაულისთვის უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Next Post

ავარია ე.წ. გლდანის ხიდებთან - ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა

ხუთ ოქტ 8 , 2020
ავარია თბილისში – ე.წ. გლდანის ხიდებთან ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი