გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-შვედეთს შორის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას – ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. ხაზი გაესვა საქართველოს სურვილს – ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომის შესახებ.

საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველო არის იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, ვისაც შემუშავებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის გრძელვადიანი სტრატეგია და მუშაობს ახალ გრძელვადიან სტრატეგიაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ითქვა, რომ დღესაც, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას და პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში და მიუხედავად პანდემიისა, საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურ დასწრებას, მათი უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფით.

ან ლინდემ კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მეშვეობით ახორციელებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდნენ.

Next Post

საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაცვლილი ერთ-ერთი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა

პარ ოქტ 2 , 2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 5 პაციენტი გარდაიცვალა, 2 ბათუმში, 3 კი – ქუთაისში. აქედან ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კერძოდ კი ოჩამჩირიდანაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საბჭოზე გადაწყდა, რომ კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციის კუთხით სამუშაოები გააქტიურდება.

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი