გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველო აქციოს მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად, მათ შორის – ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც

ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სტატიას, სახელწოდებით „ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება“ აქვეყნებს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის და ლიდერის ისტორიული როლის გათვალისწინებით, ითვლება რეგიონის კარიბჭედ, ,,ქართული ოცნება“ კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა აქციოს საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც.

„უსაფრთხოების მხრივ ასეთ არასტაბილურ გარემოში ეს შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს და სხვა დასავლელი პარტნიორების მტკიცე და გრძელვადიანი მხარდაჭერის შემთხვევაში. ქართველი ხალხის სახელით, მადლობას მოვახსენებ გაერთიანებულ სამეფოს დახმარებისთვის რეალური გარე საფრთხეებისგან ჩვენი ქვეყნისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს გზა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცისა და ნატოსკენ შეუქცევადია. ჩვენ, – როგორც მთავრობას, ისე ქართველ ხალხს, – მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ მიზნის მიღწევა. 31 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო დავაჩქარებთ ამ პროცესს – ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის წინაშე, ასევე ჩვენი პარტნიორების წინაშე ლონდონსა და მთელ მსოფლიოში“,- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

Next Post

ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება და მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება ფიქსირებული იქნება

პარ ოქტ 23 , 2020
ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა იქნება უნაღდო ანგარიშწორებით და ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რითიც მოხდება მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან გადაცდომისა და მგზავრის ფეხზე დადგომის პრევენცია, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. „საქალაქო მნიშვნელობის მარშრტუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მარშტურებში მოძრაობს 6 მეტრიანი […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი