გიგა ბოკერია სენაკის ამომრჩეველს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, სენაკის ამომრჩეველს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიგა ბოკერიას განცხადებით, ის სენაკის რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა, გაეცნო ადგილობრივების პრობლემებს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

“ვიყავი ძველი სენაკის ცენტრში, კოტიანეთში, გეჯეთში, მეორე ნოსორში, ქალაქშიც — ჭავჭავაძის ქუჩაზე. ცხადია, ოცამდე შეხვედრიდან დასკვნების განზოგადება არასწორია, მაგრამ გავრისკავ და ზოგად შთაბეჭდილებას დავწერ. მოქალაქეების დამოკიდებულება 2- სახოვანია:

ერთი მხრივ, ძალიან ცხადია ცვლილებების სურვილი — ივანიშვილის მთავრობა გადაგდების და კორუფციის სიმბოლოდაა ქცეული და ფაქტობრივად კონსენსუსია იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

მეორე მხრივ, ძალიან თვალში მოსახვედრია იმედგაცრუება პოლიტიკური კლასით და არჩევნებით. მაინც არაფერი შეიცვლება… 2012 წელს იმდენი დაპირება მოვისმინეთ… ჩვენი ხმა მაინც არავის ესმის… ხალხს ისე უჭირს, მცირედი დახმარებითაც აიძულებს მხარი დაუჭირონ — ყველა შეხვედრაზე მესმოდა ასეთი ფრაზები”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს გუნდს აქვს ამოცანა, რომ პირველ რიგში მოსახლეობის დაკვეთას უპასუხოს და ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალოს, შემდეგში კი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

“ჩვენ, ევროპულ საქართველოს, 2 ამოცანა გვაქვს:

პირველ რიგში უნდა ვუპასუხოთ მოსახლეობის დაკვეთას და ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალოთ;
მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწრაფადვე გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც დაუბრუნებს მოქალაქეებს რწმენას რომ არჩევნებით გარდამტეხი ცვლილებების გამოწვევა და ჩიხიდან გამოსავლის პოვნა შეიძლება.
ჩემს პირად გამოწვევად კი იმას ვხედავ, რომ ჩემი პოლიტიკური ხედვა მცირე მთავრობაზე, გადასახადების შემცირებაზე, კერძო საკუთრებაზე, პუტინის მოგერიებაზე, დასავლეთისკენ სწრაფვაზე და ზოგადად მოქალაქეებისთვის თავისუფლების დაბრუნებაზე, ამომრჩევლისთვის გასაგები გავხადო და ავხსნა, კონკრეტულად მისთვის რა კონკრეტული შედეგი ექნება ჩემს და ჩემი გუნდის პოლიტიკას”, — აცხადებს გიგა ბოკერია.

Next Post

მაია ცქიტიშვილი: გიორგი გახარიას გადასარჩენი არაფერი არ სჭირს

შაბ აგვ 22 , 2020
“პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ამ წერილს ბატონ გახარიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურის დასკვნასა და მის ირგვლივ ოპოზიციის განცხადების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა – ერთ-ერთი ასეთი შეფასების მიხედვით, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას გადარჩენას ცდილობს“. […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი