განათლების სამინისტრო სოფელ ქსნის სკოლის დირექტორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას გამორიცხავს

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, სამინისტროს მხრიდან არც ერთი დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა, – ამის შესახებ imedinews-ს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს

„საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა. ეს ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი.

სამინისტროს მხრიდან არც ერთი დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა. ყველა მათგანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში.
შესაბამისად, სამინისტრო გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას“, – განაცხადეს უწყებაში.

მანამდე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორმა დოდო ჭოტოლაშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

Next Post

სერგეი ლავროვი: რუსეთი იძულებული იქნება ევროკავშირთან დიალოგი დროებით შეაჩეროს, თუ რუსეთთან პარტნიორობა არ სურთ

სამ ოქტ 13 , 2020
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი იძულებული იქნება ევროკავშირთან დიალოგი დროებით შეაჩეროს, თუ ევროკავშირს რუსეთთან პარტნიორობა არ სურს. „თუ დასავლეთში საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები რუსეთთან ურთიერთპატივისცემით დიალოგის საჭიროებას ვერ იაზრებენ, მაშინ, სავარაუდოდ, დროებით მათთან დიალოგი უნდა შევწყვიტოთ. განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი