გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განსახილველად შეიკრიბება

გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განსახილველად შეიკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს მოწვევა ევროპულმა სახელმწიფოებმა მოითხოვეს და სავარაუდოდ, დღეს გაიმართება დახურულ ფორმატში.

საერთო ჯამში, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას მთიან ყარაბაღში უკვე 59 სამხედრო ემსხვერპლა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

Next Post

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს

ორშ სექ 28 , 2020
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს. „არცახის თავდაცვითი ძალები წარმატებულად უწევენ წინააღმდეგობას თავდასხმებს და მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას დიდი ზიანი მიაყენეს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამ მომენტისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი