გაეროს გენმდივანი: იმან, რისი დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება, მუხლებზე დაგვაჩოქა

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ კაცობრიობის სისუსტე გამოავლინა.
„თუ პანდემია რამეს წარმოადგენს, ეს ჩვენი სისუსტის დემონსტრირებაა. იმან, რისი დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება, მუხლებზე დაგვაჩოქა. ამან კი ჩვენს სოლიდარობასა და ერთიანობას ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის გამომუშავებისას ერთიანობა ვერ შედგა.
„თითოეულმა ქვეყანამ თავისი გზა აირჩია და ეპიდემიის ეპიცენტრი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილდებოდა“, – აღნიშნა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

გიორგი გახარია: საქართველო ყველაფრისთვის მზადაა

ოთხ ივნ 10 , 2020
ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის არაპროგნოზირებადობა, ჩვენ სამუშაო დონეზე ყველაფერი მზად გვაქვს, საქართველო ყველაფრისთვის მზად არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნიქოზში, ფერმერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.„საქართველო მზად არის მიიღოს, ოღონდ რა თქმა უნდა მწვანე რეგიონებიდან ტურისტები, ისევე როგორც ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ კოვიდისგან სუფთა […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი