გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს უკვე 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მიმართა

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს უკვე 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მიმართა, – ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მე-3 დღეა, გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი. დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს. შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, დაახლოებით 9 ათასამდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომელებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონენი და კენჭისყრის დღისთვის თვითიზოლაციაში იქნებიან. მოცემული დროისთვის, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 1 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მომართა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

Next Post

კახა კალაძის თქმით, არსებული ეპიდვითარების ფონზე ხალხმრავალი შეკრებების ჩატარება პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

ორშ ოქტ 26 , 2020
თბილისის მერის განცხადებით, არსებული ეპიდვითარების ფონზე, ხალხმრავალი პოლიტიკური შეკრებები, პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ეს გრძნობა არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. „ეს აჩვენებს ერთ მარტივ რამეს – უპასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე და აქვთ უდიდესი […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი