ევროპარლამენტარი ჰელმუტ გეუკინგი: საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას და საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად. საქართველო უნდა გახდეს სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰელმუტ გეუკინგმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველის შესახებ დებატები გაიმართა.

მან ასევე საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა.

„ჩვენ ადგილზე ვნახეთ, თუ როგორ გადაიჭრა პრობლემატური საკითხები. საქართველო ძალიან მოქნილი იყო. პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება მარტში შედგა. ეს იყო მართებული და წინგადაგმული ნაბიჯი. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი საქართველოს ევროპულ სივრცესთან დაახლოებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება უკრაინაში, სადაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას და საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და საქართველო სრულფასოვანი წევრი გახდეს. საქართველოს აქვს ამის უნარი და მე მათ ვუსურვებ ევროკავშირში მალე გაწევრიანებას. ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა საქართველოს მხარდაჭერა და დახმარება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Next Post

თბილისი UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლებს

სამ სექ 15 , 2020
მსოფლიოში პირველად, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, საქართველოში მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიება გაიმართება. 16-17 სექტემბერს, თბილისი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად თბილისში უკვე ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და დელეგატები. სტუმრებს […]

სხვა სიახლეები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი