ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო სანქციების 6 თვით გახანგრძლივების თაობაზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ეკონომიკის ცალკე სექტორებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მინსკის შეთანხმებები სრულად არ არის შესრულებული.

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს წვდომას უზღუდავს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე. ასევე, სანქციები კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას გარკვეულ ტექნოლოგიებზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.

Next Post

უკრაინელი ჟურნალისტები ხვალ ძალოვან უწყებებში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანენ

ორშ ივნ 29 , 2020
30 ივნისს უკრაინელი ჟურნალისტები, ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა უკრაინის გენერალური პროკურორის, შს მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სახელზე განცხადებას შეიტანენ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვაში და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. „ჩვენი გადაწყვეტილება ეს განცხადება უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებში მის შეტანამდე გამოქვეყნების თაობაზე ჩვენს მიმართ ნებისმიერი უკანონო ქმედების […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი