ევროკავშირის ქვეყნები მოგზაურობის ახალ წესებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები, პანდემიის პირობებში, მოგზაურობის ახალი წესებით, ე.წ. „გაიდლაინით“ იხელმძღვანელებენ, – ამის შესახებ France 24 წერს.

ახალი სახელმძღვანელო პრინციპები მიზნად ისახავს კავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობასა და კორონავირუსის პანდემიის შემდგომი ზიანის თავიდან აცილებას.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, ისინი არ შეუზღუდავენ მოქალაქეების მწვანე ზონებში გადაადგილებას, თუმცა ადგილობრივ მთავრობებს აქვთ უფლება, ქვეყნის ფარგლებში, დააწესონ განსხვავებული შეზღუდვები.

ახალი სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, რეგიონს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ 14-დღიანი მაჩვენებლების მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე, ინფიცირების მაჩვენებელი 25-ზე ნაკლები, ხოლო ტესტირებულ ადამიანთა ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.

„კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა მრავალი თვალსაზრისით დააზიანა. სამოგზაურო შეზღუდვებმა ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს გაურთულა სამუშაოდ, სასწავლებლად ან ახლობლების მოსანახულებლად გადაადგილება. ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ კოორდინაცია ნებისმიერი ზომისა და თავისუფალი გადაადგილების შესახებ. ამასთან – ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ მოგზაურობის დროს“ – აცხადებს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, მიშელ როტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

გერმანიის მოსახლეობა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

სამ ოქტ 13 , 2020
ბოლო 10 წლის განმავლობაში გერმანიის მოსახლეობა პირველად შემცირდა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი frankenpost.de წერს. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა დღეისათვის 83.1 მილიონს შეადგენს, რაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელზე 40 000-ით ნაკლებია. კლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კოვიდპანდემიაა. COVID-19-ის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გერმანიაში ინფიცირების 333 311 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსმა ქვეყანაში 9 729 ადამიანი […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი