ევროკავშირის ლიდერები აზერბაიჯანსა და სომხეთს პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის ლიდერებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტზე იმსჯელეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. შარლ მიშელი მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ.

„შეხვედრაზე მოვლენების განვითარების შესახებ ბოლო ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა. სიტუაციის ანალიზი წარმოადგინეს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა და განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მე მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს.

მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებთ. ეს არის ერთადერთი გზა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ჩვენ მობილიზებული ვართ და ვიქნებით აქტიური, რათა დავიცვათ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, რამდენადაც შესაძლებელია. სიტუაციის დეესკალაციისთვის ყველამ კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშოს, ვინაიდან ვხედავთ სიტუაციის კრიტიკულ დონეზე ესკალაციას და ეს ჩვენი უკიდურესი შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

პოლიტიკური პროცესის დაწყება შესაძლებელია და ამ კონტექსტში შესაძლო დიპლომატიური არხი არსებობს. უახლოეს დღეებში შესაბამისი ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჟენევაშია დაგეგმილი.

ჩვენ გვსურს ყველა შესაძლებლობის გამოყენება. ჩვენ გვსურს შეხვედრა შედგეს, რათა დიალოგი და პოლიტიკური მოლაპარაკებები დაიწყოს”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის ლიდერების 6-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ევროპული საბჭო მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. აზერბაიჯანმა და სომხეთმა წინაპირობების გარეშე არსებითი დიალოგი უნდა დაიწყონ. ევროპული საბჭო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირიდან დამატებითი მხარდაჭერის შესაძლებლობების განხილვას სთხოვს“, – წერია ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

Next Post

გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარ ოქტ 2 , 2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს საქართველო-შვედეთს შორის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი