ეს ვირუსი ჩვეულებრივ გრიპად გადაიქცა… ბავშვებს ნუ აჩლუნგებენ – ხატია სიჭინავა ონლაინ სწავლებას აპროტესტებს

რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მშობლები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნაა, სკოლაში სწავლა დაბრუნდეს და გაგრძელდეს არადისტანციურად.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ხატია სიჭინავას განცხადებით, ეს არის ვირუსი, რომელიც ჩვეულებრივ გრიპად გადაიქცა.

„დააბრუნონ სკოლები, ბავშვებს ნუ .აჩლუნგებენ ბავშვებს სჭირდებათ ცოცხალი ურთიერთობით სწავლება და არა ონლაინ. ონლაინში დღეს ჩემი შვილები მარტო იმიტომ შევიდნენ, რომ ბავშვები მოენატრათ. ზოგს თავის სტკიოდა, ზოგს თვალები, ზოგიც ვარდებოდა პროგრამიდან და თავიდან ვერ შედიოდნენ.

ეს არის ისევ მათი ჯიბისთვის გათვლილი. იმ 5 მილიარდისთვის, რომელიც ახალ წელს უნდა დაირიცხოს,აუცილებელია, გააწითლონ ქვეყანა და აწითლებენ კიდევაც.

უსიმპტომო პაციენტებით გადაავსეს საავადმყოფოები. რას ნიშნავს უსიმპტომო? მე ვდგავარ, კარგად ვარ, მაგრამ ვირუსი მაქვს? რა სისულელეებს ლაპარაკობენ.

დღეს თქვე, რომ ბავშვები არ არიან ვირუსის გადამტანები. საერთოდ ვინ არის ვირუსის გადამტანი ეგეც საკითხავია. გასაგებია, რომ არსებობს ვირუსი და მივხვდით, რომ ამ ვირუსს, რომელიც შეიძლება იმისთვის იყო შექმნილი, რომ დამთავრებულიყო ლეტალურად,

აჯობა ადამიანის ორგანიზმმა და გადაიქცა ჩვეულებრივ გრიპად , რათ უნდა მაგას ეპიდემიოლოგობა . ნუ გაიყიდებით ექიმებო, თქვით სწორი“,- ამბობს ხატია სიჭინავა.

ცნობისთვის, დღეს ქვეყნის მასშტაბით დიდი ქალაქებსა და რამდენიმე სოფელში სწავლა დისტანციურად დაიწყო.

Next Post

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესია შენდება.

სამ სექ 15 , 2020
ტაძართან ერთად აშენდება სამრეკლო და სამრევლო სკოლა. 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა.

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი