ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა

კორონავირუსით 32-ე პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანხმლები დაავდებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ტიკარაძის თქმით, ყველა გარდაცვლილი პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.

ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში იმყოფება, სადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგემლებთან შეხვედრას მართავს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 054 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

მამუკა მდინარაძე: როცა ამბობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაიხუროს, ეს არ არის თავდასხმა მაგრამ თუ სახალხო დამცველს, „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერი გააკრიტიკებს, თავდასხმაა

ორშ სექ 28 , 2020
„როცა მაჟორიტარი, თუ ის არ არის „ქართული ოცნებიდან“, ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაიხუროს და არჩევნების შემდეგ დაიხურება, ამ შემთხვევაში ეს არ არის თავდასხმა და რეაგირება არ არის, მაგრამ თუ სახალხო დამცველს, „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერი გააკრიტიკებს იმის გამო, რომ ეს ადამიანი უფრო მეტწილად ანონიმურ წყაროებს მოიშვლიებს ხოლმე, ეს არის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი