ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის 25 ივნისს გაიხსნება

ეიფელის კოშკი, რომელიც დაახლოებით სამი თვის განმავლობაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი იყო, ტურისტებისთვის 25 ივნისს გაიხსნება. კოშკის დათვალირებელის მსურველებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღბები.


პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა 13 მარტს დაიკეტა.
უსაფრთხოების მიზნით, ტურისტებმა და თანამშრომლებმა უნდა დაიცვან მკაცრი სანიტარული ნორმები, კერძოდ, ნიღბების ტარება სავალდებულოა 11 წელს ზევით ასაკის პირებისთვის.
დასაწყისში კოშკზე ასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კიბის მეშვეობით მეორე სართულამდე. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დამთვალიერებლების გადაკვეთა, კოშკზე ასვლა განხორციელდება აღმოსავლეთით მდებარე კიბის საშუალებით, ჩამოსვლა კი მოხდება დასავლეთით განთავსებული კიბიდან. ლიფტები, მოგვიანებით ამუშავდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება უფრო მეტად დასტაბილურდება. კოშკის ყველაზე მაღალი წერტილი კვლავ დაკეტილი იქნება.
ბილეთების შეძენა რეკომენდირებულია წინასწარ, ინტერნეტის მეშვეობით. ბილეთების გაყიდვის დრო უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

Next Post

გაეროს გენმდივანი: იმან, რისი დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება, მუხლებზე დაგვაჩოქა

ოთხ ივნ 10 , 2020
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ კაცობრიობის სისუსტე გამოავლინა.„თუ პანდემია რამეს წარმოადგენს, ეს ჩვენი სისუსტის დემონსტრირებაა. იმან, რისი დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება, მუხლებზე დაგვაჩოქა. ამან კი ჩვენს სოლიდარობასა და ერთიანობას ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის გამომუშავებისას ერთიანობა ვერ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი