დონალდ ტრამპმა თავისი საყვარელი ტელეარხი გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეარხი Fox News „CNN-ზე უარესი გახდა“.

„უქმეებზე დღისით Fox News-ის ყურება შეუძლებელი გახდა. ეს ფეიკ-ნიუსის ტელეარხ CNN-ზე უარესია. ძალიან გირჩევთ OANN-ზე გადართოთ. ისინი მართლაც სამართლიანად და დაბალანსებულად მუშაობენ“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რამ გამოიწვია მისი უკმაყოფილება, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან სატელეფონო ინტერვიუ სწორედ Fox News-ს მისცა. ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პრეზიდენტი ყველაზე ხშირად თანამშრომლობს, რადგან CNN-ისგან Fox-ი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობას ძირითადად დადებითად აშუქებს.

Next Post

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული როინ შამუგია დღეს სოფელ შამგონაში დაკრძალეს

ორშ აგვ 17 , 2020
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული როინ შამუგია დღეს სოფელ შამგონაში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მოადგილეები, დავით ვერავა და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შამუგიას ოჯახს მიუსამძიმრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შერიგებისა და […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი