„დინამო თბილისი“: ფარერებზე ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით

„ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით“, – ამის შესახებ „დინამო თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბს მართავენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას.

ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.

ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“, – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“, 25 სექტემბერს, ფარერების „კლაკსვიკთან“ ანგარიშით 1:6 დამარცხდა.

Next Post

გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განსახილველად შეიკრიბება

ორშ სექ 28 , 2020
გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განსახილველად შეიკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს მოწვევა ევროპულმა სახელმწიფოებმა მოითხოვეს და სავარაუდოდ, დღეს გაიმართება დახურულ ფორმატში. საერთო ჯამში, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას მთიან ყარაბაღში უკვე 59 სამხედრო ემსხვერპლა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი