დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 15 013 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 61 500 ლარს აღემატება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 8 წლამდე ვადით.

Next Post

ფოთის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის პროცესს მერი გოჩა კურდღელია გაეცნო

ოთხ სექ 16 , 2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთის მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ამუშავებენ ავტობუსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მგზავრებისთვის უსაფრთხო იყოს. […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი