დღეიდან პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ნარკოლოგიურ ცნობას დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტში არჩევის შემთხვევაში წარადგენენ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება. ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელის განხილვასაც პარლამენტი დღეიდან იწყებს.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან სამ დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაგვაქვს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს ექნება ვალდებულება, გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და წარადგინოს შესაბამისი ცნობა. კომიტეტის შემდეგ, გადავინაცვლებთ უკვე სასესიო ფორმატში და მიმდინარე კვირას გვექნება უკვე სამი მოსმენით ამ ინიციატივაზე მსჯელობა და კენჭისყრა“, – აცხადებს კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი რატი იონათამაშვილი.

მისი თქმით, აქამდე იყო მიდგომა, რომ არჩევამდე ნარკოლოგიურიდან ცნობა აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარ კანდიდატს უნდა წარედგინა, ხოლო პროპორციული სიით მონაწილეებს არჩევის შემდეგ უჩნდებოდათ იგივე ვალდებულება. „2024 წლისთვის სრულად პროპორციულზე გავდივართ, ამის ვალდებულება წინასწარ ექნება დეპუტატობის ყველა კანდიდატს, მაგრამ გარდამავალ პერიოდში ეს ნორმა რომ ასევე ყველზე გავრცელდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ცხრა-ათი ათასმა ადამიანმა უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს ამ ცნობის მოსაპოვებლად. ეს, ვფიქრობ, მომატებული საფრთხეებისა და რისკების დროს, დამატებით საფრთხის შემცველია. უკვე არჩეულ წევრებზე გავრცელდება ეს ვალდებულება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

Next Post

იოსიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინსიტრად აირჩიეს

ოთხ სექ 16 , 2020
იაპონიის პარლამენტის უმაღლესმა პალატამ კენჭისყრის შედეგებით, არჩევნებზე გამარჯვებულად იოსიჰიდე სუგა დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს. იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს მხარი ზედა პალატის 142-მა პარლამენტარმა დაუჭირა. მანამდე მას ნდობა პარლამენტის ქვედა პალატამ გამოუცხადა. იოსიჰიდე სუგა ქვეყნის 99-ე პრემიერ-მინისტრი გახდა. მალე ის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასაც დაასახელებს. იაპონიის ყოფილმა პრემიერმა შინზო აბემ გადადგომის შესახებ […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი