დევნილთა სააგენტოს დირექტორი ხაშურში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააგენტოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უახლოეს მომავალში გადაეცემა. დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

Next Post

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმელ ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ

შაბ ოქტ 10 , 2020
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდნენ. როგორც, ტიტე აროშიძემ აღნიშნა, აღნიშნულ ტერიტორიებზე, ინფრასტრუქტურა სრულად არის მოწესრიგებული, თუმცა არის რიგი სოციალური პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. „კარგად მესმის, რომ დღესდღეობით იდეალური სოციალური ფონი არ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი