დავით ზალკალიანსა და ენდი მორტონს შორის ვირტუალური შეხვედრა შედგა

2020 წლის 9 სექტემბერს, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-7 რაუნდის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრს, უენდი მორტონს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის გამო.

შეხვედრაზე ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შემდგომი ურთიერთობების მთავარი გზამკვლევის, 2019 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ იმპლემენტაციის აქტუალობას.

საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტულობას; ნატო-საქართველოს თანამშრომლობას; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობას „კარგი მმართველობის ფონდის“ მიერ ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერისთვის პანდემიის დროს ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დახმარების მიზნით.

ასევე, განსაკუთრებულად აღინიშნა „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ჩართულობა სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში, ასევე სასტიპენდიო პროგრამების მნიშვნელობა, რაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიიღონ განათლება.

უორდროპის სტრატეგიული დიალოგი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთავარ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას: პოლიტიკურ დიალოგს, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, განათლებისა და კულტურის სფეროს, ხალხთა შორის კონტაქტებს.

Next Post

„ქართული ოცნება“ ხვალ მომავალ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაასახელებს

ხუთ სექ 10 , 2020
10 სექტემბერს, 20.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. წარდგენა მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი