Conde Nast Traveler: საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის

საქართველოში ტურიზმის გახსნის და სპეციალური უსაფრთხო ზონების შექმნის შესახებ კიდევ ერთი გავლენიანი საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Conde Nast Traveler-ი წერს.


“რომელი ქვეყნები იხსნება საერთაშორისო მოგზაურებისთვის” ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოსთან ერთად მსოფლიოში პოპულარული ტურისტული მიმართულებები: საბერძნეთი, ესპანეთი, ინდონეზია, მალდივი და შრი-ლანკა მოხვდნენ.
“საქართველო პოპულარული ტურისტულ მიმართულებაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს, ხოლო საერთაშორისო 1 ივლისს იხსნება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს. უკვე დანერგილია უსაფრთხოების და ჰიგიენის ახალი ზომები, რაც ტურისტებს  მშვიდად მოგზაურობის საშუალებას მისცემს. საქართველო ტურისტებს “მწვანე ზონებში” მიიღებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან თავისუფალ ადგილებში მოეწყობა. მთელ ევროპაში საქართველო  კორონავირუსის შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა”, – წერს  Conde Nast Traveler-ი.

Next Post

ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს

ოთხ ივნ 10 , 2020

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი