ჩაყარე მარილი მილში და დააკვირდი. მომავალში ამ რჩევას არ დამივიწყებ.

მარილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვები პროდუქტია. თუმცა მის გარეშე არ მზადდება თითქმის არც ერთი კერძი, მარილს, შაქრის მსგავსად ”თეთრ სიკვდილს” უწოდებენ. მაგრამ არ ღირს ამ პროდუქტის ასეთი დაუფასებლობაც.

იაფი და უსაფრთხო მარილისგან შესაძლოა დიდი სარგებლობაც მივიღოთ ყოფით ცხოვრებაში.

მარილის გამოყენება

1. ბინაში და მანქანაში ფანჯრების წმენდა

გახსენით 2 სუფრის კოვზი მარილი 3 ლიტრ თბილ წყალში. ამ ხსნარით შეგიძლიათ წარმატებით გაწმინდოთ ფანჯრის მინები და ასევე ძველი ლაქიანი ავეჯი.

2. მსუბუქი რეცხვა

თეთრეულის გამოხუნებისგან დასაცავად ჩაამატეთ ცოტა მარილი სარეცხის მანქანაში. მარილისა და ცოტა წყლის გამოყენებით შესაძლოა წითელი ღვინის ლაქის ამოყვანა. ნარევი შთანთქავს ღვინოს.  ამის შემდეგ ტანსაცმელი გაწმინდეთ ხელსახოცით ან ჯაგრისით.

3. კბილის ტკივილის დროს

თუ გაწუხებთ კბილი, გახსენით ცოტა მარილი თბილ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუ. თანაბარი რაოდენობით მარილისა და სოდის ნარევს შეუშძლია კბილის პასტის ჩანაცვლება.

4. ფეხების ოფლიანობის დროს

აბაზანის მოსამზადებლად 8 ლ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი მარილი და 1/4 ტუალეტის საპონი. პროცედურა კარგია ოფლიანობის წინააღმდეგ, მაგრამ შეუძლია კანის გამოშრობაც.

5. უსიამოვნო სუნი ღუმელში

მის მოსაშორებლად დაგეხმარებათ მარილი დარიჩინთან ერთად. ეს ნარევი მოაყარეთ ღუმელში და ჩართეთ რამდენიმე წუთით. სუნი უკვალოდ გაქრება.

6. ვერცხლისა და სპილენძის ნაკეთობების წმენდა

შეურიეთ ძმარი და მარილი, გაწმინდეთ ნარევით ლითონის საგნები გაპრიალებამდე. ნახავთ, როგორ დაიწყებს ბრწყინვას სამკაული.

7. დავიწყებული ნიჟარა

ნიჟარის გასაწმენდად სამზარეულოში, ჩაყარეთ მასში მარილი და დაასწხით მდუღარე. რამდენიმე წამში ნახავთ, რომ წყალი უკეთ გადის, ჭუჭყი კი მოცილებულია.

8. კანის სკრაბი

შეურიეთ მარილი და ლავანდით ეთერზეთი. წაისვით სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. ეს მშვენიერი სკრაბია! ზეთი კანს დაარბილებს, მარილი კი სინაზეს და ნათებას დაუბრუნებს.

Next Post

Reuters: აშშ-ში AstraZeneca-ს ვაქცინის კლინიკური ცდები შეჩერდა

სამ სექ 15 , 2020
აშშ-ში კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინის ცდები შეჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კლინიკური ცდების შეჩერების მიზეზი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ მონაწილესთან გამოვლენილი გვერდითი რეაქცია გახდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ცდები მანამ არ განახლდება, სანამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია შემოწმებას არ დაასრულებს. 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ოქსფორდის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი