ტობავარჩხილი ტობავარჩხილი — ვერცხლის ტბა, იგივე დიდი ტობა. ბუნების ეს სასწაული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თუმცა სანამ ტბამდე მიაღწევ, გასაოცარი და მრავალფეროვანი თავგადასავალი გელოდება. გზად მღვიმეებს, მინერალურ წყლებს, ხავსიან მასივებს, აგრეთვე ალპურ ტბებსა და ჩანჩქერებს შეხვდებით. სწორედ ეს ტბა აგრილებს და ამარაგებს მდინარე ხობისწყალს ჩხოროწყუში. ასევე ის კვებავს მდინარე მაგანას, რომელიც […]

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), სამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 […]

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი „აღმოაჩინე ის რაც შენია “ გრძელდება. რიგით მესამე ტური სამეგრელოში მოეწყო. სხვადასხვა მედიასაშუალებების ოცმა წარმომადგენელმა ოკაცეს ჩანჩქერი, (კონჩხა), კოლხეთის ეროვნულ პარკი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე მოინახულეს. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა, ბლოგერებმა და ოპერატორებმა ზუგდიდში ზიპლაინით ისარგებლეს, ენგურის წყალსაცავზე კი კატერით გაისეირნეს. პრეს-ტურის […]

აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრების მისაღებად მზადაა. რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. ვიზიტორებისთვის პირველი შოუ გაიმართა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე გაიმართება. სრულადაა ამოქმედებული მუზეუმები, ზოოპარკი, აკვარიუმი, ეშმაკის ბორბალი, რომელთა რიცხვს სულ მალე ბათუმის საბაგიროც […]

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „აღმოაჩინე ის რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში […]

მაღალრეიტინგული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet-ის ობიექტში საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა. გავლენიანი გამოცემა Lonely Planet მკითხველებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების სიაში: საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია, და რუმინეთი შევიდნენ. Lonely Planet-ის ინფორმაციით ჩამოთვლილ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სპეციფიკური პროტოკოლები მომზადდა, რაც განთავსების ობიექტების, რესტორნებისა და მაღაზიების ტიპის შენობებში ჰიგიენის წესებს […]

ბულგარეთის უმსხვილესი ინგლისურენოვანი სამოგზაურო ჟურნალი Vagabond საქართველოს როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შესახებ წერს. საქართველოს შესახებ Vagabond-ის სტატია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მომზადდა. „2020 წელს მოგზაურობის წყურვილის დასაკმაყოფილებლად ეწვიეთ საოცარ ქვეყანას, რომელიც მიმდინარე პანდემიას გადაურჩა“, – წერს Vagabond-ის ჟურნალისტი და საქართველოში Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ პრევენციულ ზომებს დეტალურად აღწერს. „2020 წელს […]

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის რეაბილიტაცია იგეგმება. ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, გაფართოვდება ციხეზე ასასვლელი ბილიკი, დამონტაჟდება მოაჯირები და მოეწყობა კიბეები. ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება ციხეზე ასასვლელი ბილიკის ესკიზური პროექტი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი. პროცესი პირველ აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოები კი მხოლოდ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი