ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა იქნება უნაღდო ანგარიშწორებით და ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რითიც მოხდება მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან გადაცდომისა და მგზავრის ფეხზე დადგომის პრევენცია, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. „საქალაქო მნიშვნელობის მარშრტუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მარშტურებში მოძრაობს 6 მეტრიანი […]

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ინვესტორებს შორის გაჩნდნენ შუამავლები (დილერები), რათა გაფართოვდეს ინვესტორთა ბაზა, გააქტიურდეს მეორადი ბაზარი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და […]

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. […]

თბილისის მეტროს მეორე ხაზმა მუშაობა სრულად განაახლა. ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს „სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ვაჟა-ფშაველას სადგურები ვერ ემსახურებოდნენ, – ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა შეფერხება უკვე აღმოფხვრეს.

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე შეფერხებაა. ტექნიკური ხარვეზის გამო „სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ვაჟა-ფშაველას სადგურები მგზავრებს ვერ იღებს, – ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და მოძრაობა მალე აღდგება.

მეტროსადგურ ვარკეთილში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მატარებლები ვერ მოძრაობდნენ და სხვა მეტროსადგურებიც შეფერხებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი იმდენად სერიოზული იყო, რომ ტექნიკურ ჯგუფს ადგილზე გასვლა და მუშაობა მოუწია. ამ დროისთვის მატარებლების მიმოსვლა სრულიად აღდგენილია.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 50 415 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.059 […]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თანამდებობაზე ყოფნის წელიწადი და 8 თვე შეაჯამა. მან ოთხი მნიშვნელოვანი მიღწევა გამოყო: ბაზრების დივერსიფიკაცია, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB- ბერლინი” 2022 წლისთვის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და ადმინისტრაციის ინსიტიტუციური გაძლიერება. „პირველი და უმთავრესი არის ის, რომ განსაკუთრებული ცვლილება შევიტანეთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, ეს […]

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, რათა მოსახლეობა მივიდეს და დაარეგისტრიროს ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობისსხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „თქვენ იცით, რომ პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები უკვე ჩართულია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში, რომელიც ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ დაარეგისტრირონ […]

თბილისის მერია მთაწმინდის პარკის საბაგიროს აღსადგენად საამშენებლო კომპანიის შესარჩევ ტენდერს გამოაცხადებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთაწმინდის საბაგიროს აღდგენაზე მუშობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა. კალაძის განცხადებით, მათ პროექტის განხორციელებას თანმიმდევრულად შეუდგნენ. ერთ-ერთი საკითხი იყო იქ მცხოვრები მოსახლეობის განსახლება. მერმა აღნიშნა, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი