თუთიყუშმა ჩიკომ, რომელიც ინგლისის ქალაქ ბოსტონში, ველური ბუნების პარკში ბინადრობს, Beyonce-ს ჰიტი If I Were A Boy შეასრულა. ვიდეო პარკის თანამშრომლებმა გადაიღეს და Instagram-ზე ატვირთეს. მათი განცხადებით, ჩიკოს რეპერტუარში ასევე ლედი გაგას Poker Face და კეტი პერის Firework-ი შედის. ჩიკო 9 წლისაა, თუმცა ველური ბუნების პარკში ის წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა. […]

ბრიტანეთს გერმანიიდან „მთვრალი“ კრაზანების საშიში სახეობა შეესია, რომლებიც ადამიანებს უმიზეზოდ კბენენ. ამის შესახებ Daily Star წერს . გამოცემის ცნობით, კრაზანების გავრცელების მიზეზი ცხელი, უნალექო ზაფხული გახდა. ამ ფონზე კრაზანა მწიფე ხილს ეტანება და საკვებიდან სითხეს იღებს. ამის გამო მწერები კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ და კრაზანების მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. გამოცემის […]

საფრანგეთში კაცმა, რომელიც ბუზის დაჭერას ცდილობდა, საკუთარი სახლის ნაწილი ააფეთქა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებული მოხუცი ვახშმობას აპირებდა, როცა მწერის ზუზუნმა შეაწუხა. მან ბუზის მოკვლა სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით სცადა, მაგრამ ბუზების საკლავი შემთხვევით გაზის ბალონს მოარტყა, რომელიც ჟონავდა. შედეგად, სახლში აფეთქება მოხდა. კაცმა სახლიდან დროულად გაღწევა მოახერხა და მხოლოდ […]

„შეუსრულებელი მისიის“ მორიგი ნაწილის გადაღებებზე ტომ კრუზი კლდიდან მოტოციკლით გადახდა. ამის ამსახველი კადრები Twitter-ზე გავრცელდა. ამერიკელი მსახიობი ჯაშუშების შესახებ ფრანშიზის მეშვიდე ნაწილზე მუშაობს და ტრადიციულად სარისკო ილეთებს თავად ასრულებს. კადრებზე ჩანს, რომ კრუზი პარაშუტს დროულად ხსნის, მოტოციკლი კი ხევში ვარდება. გადაღებები ნორვეგიაში მიმდინარეობს. „შეუსრულებელი მისია 7“ ეკრანებზე 2021 წელს გამოვა. ფილმის რეჟისორი […]

22 წლის ინდიანელმა ონეია ჯონსონმა TikTok-ზე 1 მილიონი გამომწერი 24 საათზე ნაკლებ დროში მოაგროვა. აგვისტოს მიწურულს ჯონსონმა პოპულარულ ვიდეოგაზიარების აპლიკაციაზე საკუთარი ანგარიში, angryreactions, შექმნა, როგორც ერთგვარი ხუმრობა. ჯონსონი ვიდეოებში გამოგონილ პერსონაჟს ასახიერებს, რომელიც სხვა ადამიანების შექმნილ ვიდეოკონტენტზე ბრაზით და წყრომით საუბრობს. მისი პირველი ვიდეო, რომელიც მომხმარებელ bobbysrey-სთან არის დადუეტებული, ვირუსულად […]

აფრიკის კონტინენტზე უგანდის მოსახლეობამ ბანანისგან ბიოენერგიის მიღება დაიწყო. ამის შესახებ CNBC წერს. უგანდის ბიოსაწვავით უზრუნველყოფას კომპანია Heat International აპირებს. ამისთვის კომპანიამ უკვე მოაგროვა სოფლის მეურნეობის ნარჩენები და გადამუშავება დაიწყო. მაგალითად ნახშირის მტვრისა და ბანანის ქერქისგან ფერმერები ბრიკეტებს ამზადებენ, რომელსაც შეშად იყენებენ. უგანდაში, ასევე ორგანული ნივთიერებებისგან ბიოგაზის მიღება დაიწყეს. ამისთვის იღებენ […]

დუეინ “როკ” ჯონსონის თქმით, მას და მთელ მის ოჯახს COVID-19 ჰქონდათ. ყოფილმა ვრესლერმა, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, თქვა, რომ მას, მის ცოლსა და ორ გოგონას კორონავირუსი შეეყარათ მიუხედავად იმისა, რომ “მკაცრად” იცავდნენ უსაფრთხოების ზომებს. მსახიობის თქმით, ტესტირებაზე დადებითი შედეგის ამოსვლა “ძალიან დამთრგუნველი იყო”, თუმცა “ახლა ყველაფერი გამოვიარეთ და […]

სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშრუტო ტაქსებზე მონიტორინგი მკაცრდება. COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დილიდან საგანგებო რეჟიმში დაიწყო. სამსახურმა უკვე შეამოწმა 80-მდე ობიექტი და 100-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდება. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული […]

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 474 აივინფიცირებული. მათ შორის 6 326 კაცია და 2 148 ქალი. მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა. 1 […]

ასტეროიდი 2011 ES4, რომლის დიამეტრი 22-დან 49 მეტრამდეა, 1-ელ სექტემბერს დედამიწას ჩაუფრენს. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ვებგვერდზე გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, ის დედამიწას 121 000 კილომეტრის მოშორებით ჩაუვლის, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილზე ორჯერ ნაკლებია. როგორც Business Insider-ი წერს, შემდეგში ასეთ მანძილზე დედამიწას ასტეროიდი 2008 DB მოუახლოვდება და ეს 2032 […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი