საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ქვეყანაში კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 054 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა […]

კორონავირუსით 32-ე პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანხმლები დაავდებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ტიკარაძის თქმით, ყველა გარდაცვლილი პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა. ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში იმყოფება, სადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგემლებთან შეხვედრას მართავს. ამ […]

მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. „მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. […]

პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა – თუ რა კეთდება იმისთვის, რომ პანდემიამ ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერავინ მოიგონა, ამიტომ საჭიროა წესების დაცვა […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ინფორმაციას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად, ბრიუსელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა. შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.

საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის განკურნებულია – 1705, გარდაცვლილია – 26 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია – 5584, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის – 836. კოვიდ სასტუმროებში – 563 პაციენტი იმყოფება. აჭარა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, 22:00 საათიდან კი, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა. კორონავირუსით […]

სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, ისინი ვისაც ამის სურვილი აქვთ; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს, – ამის შესახებ […]

ქარელი-ხაშურის ნაგისტრალზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, “ბორდიულთან” შეჯახების შემდეგ კი ამოტრიალდა. ავარიის შედეგად ერთი მგზავრი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. უცნობია ზუსტად რამდენი მგზავრი იმყოფებოდა მიკროავტობუსში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. […]

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3306 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1481 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი […]

მსოფლიოში ცნობილი, პოპულარული პორტალი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები“ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის პირველ ქვეყნად საქართველოს ასახელებს და ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ მოგზაურობის მსურველებს საქართველოში, კერძოდ თბილისსა და ბათუმში დასვენებას ურჩევს. პორტალი აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი