აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გამოკვლეული 3500-ზე მეტი პირიდან, 1930-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ეპიდემიოლოგები აზუსტებენ ინფიცირების წყაროსა და კონტაქტებს. რეგიონში 1800-ზე მეტი კოვიდინფივირებულია რეგისტრირებული. Მათგან 494 პაციენტი მკურნალობს რეგიონის 8 კლინიკაში, კოვიდსასტუმრობში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 949 პაციენტი რჩება, ბინაზე კი 400-მდე ინფიცირებული მკურნალობს. Რეგიონში სულ […]

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 674 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია […]

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 11 ახალი ინფიცირებული დაემატა. ამ დროისთვის კლინიკაში 144 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 19 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 პაციენტის მდგომარეობას ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან. დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს […]

საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის განკურნებულია – 1705, გარდაცვლილია – 26 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია – 5584, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის – 836. კოვიდ სასტუმროებში – 563 პაციენტი იმყოფება. აჭარა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, 22:00 საათიდან კი, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა. კორონავირუსით […]

ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან გარდაცვლილი 21-ე პაციენტი 80 წლამდე ასაკის ქალია. „კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით მას მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. როგორც ირკვევა, ქალი ბათუმუიდან რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. საქართველოში სულ კორონავირუსით 21 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 21-ე პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში […]

ათონის მთაზე სულ მცირე რვა ბერს კორონავირუსი ​დაუდასტურდა, რის გამოც იქ კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. მედიის ცნობით, ერთ-ერთი ინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი, რის გამოც ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი. „მასთან ერთად, გადმოიყვანეს კიდევ სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მას ასევე თანარსებული დაავადებები ჰქონდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი […]

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი […]

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 31 033 397 შემთხვევა გამოვლინდა, 960,736 ადამიანი გარდაიცვალა, 21 256 938 კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (6 805 630). მეორე ადგილზე ინდოეთია (5 487 580), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 544 629). […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი